Saturday, May 7, 2016

პროექტი''რომანტიზმი მუსიკაში''

1. პროექტის  სახელწოდება: რომანტიზმი მუსიკაში.
2. პროექტის მთავარი  იდეა: რომანტიკოსი კომპოზიტორების   შემოქმედების გაცნობა და მათი მუსიკალური ნაწარმოების შესრულება.
3.პროექტის აქტუალობა: მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება.
4.პროექტის მიზნები: გაეცნობიან რომანტიკოს კომპოზიტორებს, განივითარებენ მოსმენის კულტურას, შესრულების ტექნიკას.
5.მონაწილეთა ასაკი: 11წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა: 1თვე
7.მოსალოდნელი შედეგები: პრეზენტაციები სხვადასხვა კომპოზიტორებზე და ფოტოები.
8.პროექტისთვის საჭირო  ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, კომპიუტერი,  ბიბლიოთეკა.
9.პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები იყოფიან 2ჯგუფად, 1ჯგუფი იმუშავებს ფ. შუბერტის შემოქმედებაზე და შეისწავლის მის 1ნაწარმოებს; 2ჯგუფი - რ. შუმანის შემოქმედებაზე და შეისწავლის მის 1ნაწარმოებს; მოეწყობა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს და შეასრულებენ ნაწარმოებებს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მუსიკა, ისტ. მუს.V.7. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების განხილვა. მუს.V.3. მოსწავლეს შეუძლია  განსაზღვროს და გადმოსცეს მისთვის საინტერესო განწყობილება, სიუჟეტი, თემა. მუს.V.11.  მოსწავლეს შეუძლია ხელოვნების დარგების და სინთეზურ ხელოვნებაში მათი კავშირების განხილვა.
11.პროექტის ხელმძღვანელი: მადონა ვერულაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: verulashvilimadona@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://verulashvilimadona.blogspot.com/